A1 ბანერი

იენს სტოლტენბერგი: NATO ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების გათავსებას არ გეგმავს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსებას არ გეგმავს. ამის შესახებ მან ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაცია ნატოს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

“ჩვენ ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების გათავსებას არ ვგეგმავთ“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი 9M729 ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტის შემუშავების შედეგად, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების აღმოფხვრის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში.
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, INF-ის ხელშეკრულებას დაუბრუნდეს და ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცეს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ INF- ს ხელშეკრულების საკითხზე ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან პასუხი დაბალანსებული და კოორდინირებული იქნება.
თებერვლის დასაწყისში, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების აღმოფხვრის შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობა შეაჩერეს. იეს სტოლენბერგის თქმით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას და რუსეთს მოუწოდებენ, INF-ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...