იენს სტოლტენბერგი: ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ

ნატოს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„პირველ რიგში, ის ფაქტი, რომ დღეს მინისტრების დონეზე გვქონდა შეხედრა პარტნიორებთან ჩვენი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. ეს არის დემონსტრირება ჩვენი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის და თან ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ამას ვაკეთებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებით. ჩვენ გვაქვს საქართველოში ერთობლივი ცენტრი. მე ბევრჯერ ვიყავი საქართველოში და მე ჩემი თვალით ვნახე , თუ როგორ თანამშრომლობენ და მუშაობენ ერთად ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ქართველ სამხედროები და ოფიცრები. წლის დასაწყისში ჩვენ გავაძლიერეთ საქართველოს მხარდაჭერა და პარტნიორობა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საჰაერო მონაცემების გაცვლა. ერთად ვმუშაობთ კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად და გვაქვს ერთობლივი წვრთნები შავი ზღვის რეგიონში. ალიანსის წევრებმა დღეს დაადასტურებს , რომ ეძებენ გზებს საქართველოსთან პრაქტიკული დონეზე მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ნატო 2030-ის ერთ-ერთი მიზანია პარტნიორობის გაძლიერება ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო. ეს არის დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად