იენს სტოლტენბერგი: “ალიანსის წევრებისთვის რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს”

"რუსეთი ალიანსის წევრებისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს",-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უცხოურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთთან შეუძლებელია თანამშრომლობა, სანამ ის მეზობელი ქვეყნების საზღვრებს პატივს არ სცემს.

"ჩვენ ვაფიქსირებთ გაურკვევლობას, მზარდ საფრთხის მოლოდინს. თუმცა მე ვერ ვხედავ უშუალო საფრთხეს აღმოსავლეთიდან ნატოს არც ერთი ქვეყნის მიმართ. ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ რუსეთთან, თუმცა მინიმალური პირობა, რომ გვქონდეს ურთიერთქმედებები მეზობელთან არის საზღვრების პატივისცემა. არსებობს საზღვრები, რომელსაც რუსეთი პატივს არ სცემს. ჩვენ ვიცით, რომ საფრთხეებმა შეიძლება სხვადასხვა სახე მიიღოს",-განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. დასავლეთი რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, უკრაინა კი რუსეთს კონფლიქტში მონაწილეობაში ადანაშაულებს. აშშ-მა, ევროკავშირმა, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ ყირიმის ოკუპაციისა და სეპარატისტების მხარდაჭერის გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს. საპასუხოდ, რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...