იემენის მთავრობამ სეპარატისტებთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდმა, იემენის მთავრობასა და სეპარატისტებს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

საუდის არაბეთის პრინცი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი უმთავრესია იემენში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, რომელიც ოთხი წელია გრძელდება.

ხელშეკრულების დეტალები ჯერ გასაჯაროებული არ არის, მაგრამ ტელეარხის წყაროები აღნიშნავენ, რომ ის იემენის მთავრობაში ცვლილებებსაც ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი ერ-რიადში მოეწერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად