იდლიბში სირიის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიაში, კერძოდ იდლიბში, ალეპოს დასავლეთით, სირიის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Anadolu იუწყება.

11 თებერვალს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა სირიის კიდევ ერთი ჩამოგდებული ვერტმფრენის შესახებ სარაკიბის დასახლებული რაიონის ტერიტორიაზე. თურქული მედია წერდა, რომ აღნიშნული ვერტმფრენი სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ძალებმა ჩამოაგდეს.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად