IDFI: 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% მაღალი გამავლობისაა

9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე, – აღნიშნულია IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაში გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება/შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.

საქართველოს გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, მათ ბალანსზე სულ ირიცხება 78 ავტომობილი. სხვადასხვა გუბერნატორის ადმინისტრაციაში ავტომობილების რიცხვი 7-დან 12 მდე მერყეობს.

გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტომობილებიდან 46% წარმოადგენს განპიროვნებულს. კერძოდ, ეს ავტომობილები სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში გადაცემულია კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან ადმინისტრაციის თანამშრომელზე. უმეტეს შემთხვევაში, განპიროვნებული ავტომობილებით სარგებლობენ გუბერნატორები და მათი მოადგილეები. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილები განპიროვნებულია ადმინისტრაციის სამსახურის უფროსებზეც და მათ მოადგილეებზე. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული 8 ავტომობილიდან 7 განპიროვნებულია და ემსახურება: გუბერნატორს, მის ორ მოადგილეს, ორ სამსახურის უფროსს და მათ ორ მოადგილეს. ასევე, 7 ავტომობილია განპიროვნებული ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, რითიც სარგებლობენ გუბერნატორი, მისი სამი მოადგილე, აპარატის და ორი სამსახურის უფროსი.

გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 49% შედგება მაღალი გამავლობის ავტომობილებისგან, რომელთა შორის ჭარბობს Toyota Landcruiserის სხვადასხვა მოდელები (Prado, 200, 150); კერძოდ, მათ ბალანსზე აღირიცხება
20 Toyota Landcruiser (Prado, 200, 150), 24 Shkoda Octavia, 6 Mitsubishi Pajero/L200, 5 Toyota Camry/Corola და 23 სხვადასხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...