IDFI: 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ვიზუალიზაციას ავრცელებს, რომელიც საქართველოში ოჯახში ძალადობის სტატისტიკას ეხება. მონაცემების თანახმად, ოჯახში მომხდარი ძალადობის ფაქტების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში დაფიქსირდა. მათი ინფორმაციით, 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა ასეთი შემთხვევების რაოდენობა.

შემთხვევითი დანაშაულის სახეობის მიხედვით (2013-2018 წლები) ძალადობის ყველაზე მაღალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდში დაფიქსირდა ძალადობის 6,464 შემთხვევა, ჯანმრთელობის დაზიანების 172 და მკვლელობის 89.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოჯახში ძალადობის დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთი- რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდება შემთხვევების რაოდენობა, რაც მიმართვიანობის მკვეთრ ზრდაზე მეტყველებს.
როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აღნიშნავს, 2016 წელს წინა წელთან შედარებით, მკვეთრად იკლო შემთხვევების გახსნის მაჩვენებელმა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტჯერ 2015 და 2017 წლებში გაიზარდა.
2013-2017 წლებში გენდერულ ჭრილში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა ქალებში გაცილებით მეტია. კერძოდ, 2016 წლის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 2585 ქალი გახდა, ხოლო 2017 წელს 3599 ქალი. ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 381-ს შეადგენს, ხოლო 2017 წელს – 497-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად