IDF ილინოისის შტატში 3 სხვადასხვა რეფორმაზე იმუშავებს

ილინოისის შტატის მიწვევით „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“( IDF) ბლოკჩეინ ინიციატივის წევრი გახდა. ფონდის დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქონების რეგისტრაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, საარჩევნო სისტემა და სერვისების გამარტივება. 

ამ თემასთან დაკავშირებით, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდისა“ და კომპანია Microsoft-ის ერთობლივი შეხვედრა მოეწყო. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა და სხვა სპიკერები, მათ შორის IDF-ის დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე, ფონდის ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის ხელმძღვანელი, გივი ჩიქოვანი, ილინოისის შტატის სენატორი მაიკლ ზალევსკი, ჩიკაგოს რეკორდერ ოფისის ხელმძღვანელი, კარენ იარბურგი, რეგიონის IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ვონსი, ასევე ჩიკაგოს მერიისა და მუნიციპალიტეტის წევრები.

„ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ინიციატივით, ილინოისის შტატის მაღალი თანამდებობის პირებთან გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. გავაცანით რეფორმათა ის პაკეტი, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ. რეფორმები სხვა და სხვა მიმართულებით გატარდება. ჩიკაგოსა და მთლიანად ილინოისის შტატში დავნერგავთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინოვაციურ მოდელს. ეს არის სრულიად თანამედროვე და განსხვავებული ელექტრონული მართვის სისტემა, რომელიც არის დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოსთვის“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები, კონკრეტული განრიგის გასაწერად.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გიორგი ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი 24 თებერვალს დაიწყო. უკვე გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა თეთრ სახლში, რომელსაც ახალი ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ. აუდიენცია შედგა ასევე სენატში, სენატორ ბობო მენდესთან და რონ ჯონსთან, ასევე IRI-ს, USAID-სა და NED-ის წაყვან სპეციალისტებთან. რეგიონულ უსაფრთხოებასა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრეს ასევე სტრატეგიისა და საერთაშორისო საკითხების ინსტიტუტში, ჰეზარ კოლინსთან. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...