იბიცაზე მამაკაცი ფერარით შიშველ ქალთან ერთად სეირნობდა (ვიდეო)

კვირას, იბიცას უძველეს ქალაქ ლა მარინას მცხოვრებნი ქუჩაში მოძრაობის წესების უჩვეულო დარღვევის მოწმენი გახდნენ.

მამაკაცი ფერარის მეტად ძვირფასი კაბრიოლეტით გადაადგილდება,  კაბრიოლეტზე წამოწოლილი შიშველი ქალი კი მუსიკის რიტმს აყოლილი ირწეოდა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, სადგომის დატოვებისთანავე მათ მოძრაობის წესები დაარღვიეს და ახლა, სავარაუდოდ, თითოეული 500 ევროთი დაჯარიმდება. მძღოლს, დამატებით, საგზაო ბარათიდან 6 ქულის მოხსნა ელის.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

კომენტარები
იტვირთება...