სააგენტო როიტერის ცნობით, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი საქართველოს მშპ-ის 5,5%-მდე შემცირებას ვარაუდობს
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად საქართველოს მშპ შემცირდება.
ტურიზმიდან შემოსავალი მშპ-ის თითქმის მეხუთედს შეადგენს და ნეგატიური გავლენა ფართოდ გავრცელდება ბევრ სექტორში, ნათქვამია რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ბანკის მიმოხილვაში საქართველოს შესახებ
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის საპროგნოზო მაჩვენებლები მშპ-ს შემცირებაზე ასეთია:
საქართველო – 5,5%
ბელარუსი – 5,0%
რუსეთი – 4,5%
უკრაინა – 4,5%
მოლდოვა – 4,0%
სომხეთი – 3,5%
აზერბაიჯანი – 3,0%
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პროგნოზით რეგიონის ქვეყნებიდან 2021 წელს დანაკარგის ანაზღაურებას საქართველო და აზერბაიჯანი შეძლებს, რუსეთი და ბელარუსი კი ამას ვერ მოახერხებს.
2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები მშპ-ს ზრდაზე ასეთია:
საქართველო – 5,5%
სომხეთი – 5,5%
უკრაინა – 5,0%
მოლდოვა – 5,0%
რუსეთი – 4,0%
ბელარუსი – 3,5%
აზერბაიჯანი – 3,0%