“იბერიის” ჟურნალისტი:როცა ფაროსანას თემაზე კორუფიაზე გადაცემა გავაკეთე ხელისუფლებიდან მითხრეს მაგ თემას შეეშვიო

ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტმა ვანიჩკა პავლიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“როდესაც გადაცემა გავაკეთა ფაროსანას თემაზე კორუფციულ სქემებზე. გადაცემაში იყო ბევრი სტუმარი. ერთ-ერთი იყო ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა. ამ გადაცემის მერე დამიკავშირდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მეგობრულად მითხრეს, რომ ამ თემას გაანებე თავი და იქნება გოჩა მირცხულავას უთხრა რომ გაჩერდესო”, – ამბობს ვანიჩკა პავლიაშვილი.

კითხვაზე, ვინ დაუკავშირდა, პასუხობს, რომ ეს მეგობრული რჩევა იყო.

“გამეცინა ამაზე. მით უმეტეს გოჩა მირცხულავასთვის როგორ უნდა მეთქვა ეს?! ეს პირები დეპუტატები არ არიან, ხელისუფლებაში არიან.

მეორე ფაქტს ვიტყვი, ჰესებთან დაკავშირებული გადაცემა. ხალხის ხმა რაჭიდან. რომლის ეთერში გასვლის შემდეგ მითხრეს, რომ ამ თემას შეეშვი, ხო იცი ეს თემა ვის ინტერესებშიც შედისო. აქ უკვე ხელისუფლება აღარ, ჩემი ახლობლები.

მესამე გადაცემა ეს იყო რუსუდან შარაძე როცა იყო გადაცემაში და პირდაპირ დაადასტურა დეტალურად როგორ ხდება მისი მკვლელებზე ხელის დაფარება. დაასახელა კონკრეტული სახელები”, – განაცხადა ვანიჩკა პავლიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად