“იბერიას” ოპერატორი: ნატო ჩხეიძემ გვითხრა, ჩემს ნახატებს რომ გავყიდი, ხელფასს მერე გადაგიხდითო

ტელეკომპანია “იბერიას” თანამშრომლება მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-დან გაიგეს, რომ არხი სადაც მუშაობდნენ დაიხურა, “ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანი “იბერიას” დამუძნებელის ზაზა ოქუაშვილის მეუღლესთან,  საქართველოს პარლამენტის წევრთან, ნატო ჩხეიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

დღეს კი ოპერატორებმა და ჟურნალისტებამ აქცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ ტელეკომპანია “იბერიას” ხელმძრვანელობას სასამართლოში უჩივლებენ

როგორც ტელეკომპანია “იბერიას” ოპერტორი მამუკა სირაძე “აიპრესთან” აცხადებს, დეპუტატი ნატო ჩხეიძე თანამშრომლებთან ცინიკურად საუბრობდა.

შეხვედრა ისე დასრულდა, რომ ოპერატორები და ჟურნალისტები ხელმძღვანელობისგან კუთვნილ ხელფასს როდის  მიიეღებენ, პასუხი არ აქვთ.

“შეხვედრა შედგა პარასკევს… თანამშრომლება “რუსთავი 2”-დან გავიგეთ, რომ “იბერია” იყო დახურული. ჩვენ ვესაუბრეთ, რამდენ ხანს შეიძლება მოგვყვეთ, რამდენ ხანს ვიმუშაოთ ფინანსების გარეშე, ან რამდენ ხანში შეძლებთ გადახდას. გვითხრეს, რომ მიმდინარე დავალიანება რაც აქვთ თანამშრომლების მიმართ, ამასაც ვერ გვიხდიდნენ. იყო მწვავე საუბარი.

ნატო ჩხეიძემ გვითხრა, როცა იქნება ფული, ერთი წლის მერე, ორი წლის მერე, როცა “ომეგა” ამუშავდება…. მე გავყიდი ჩემ ნახატებს და მერე გადაგიხდით, მაგრამ როდის იქნება არ ვიცი, ცინიკური და შეურაცხმყოფელი საუბარი იყო.

– ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა?

 ტელევიზიის თანამშრომლების მოთხოვნა იყო შეგვხვედროდა ნატო ჩხეიძე. მათი ინიციატივით არანაირი შეხვედრა არ ყოფილა.

– დაახლოებით რამდენი თვის თანხა აქვთ გადასახსელი?

 ჩვენ გუშინელი დღიდან არ ვართ “იბერიის” თანამშრომლები. ანუ, ამ თვის მიმდინარე და 2 თვის კომპენაციას, რასაც სასამართლოში ვასაჩივრებთ.

– ზაზა ოქუაშვილთან ან ვახო ხუზმიაშვილთან თუ გქონდათ კომუნიკაცია?

ვახო საინფორმაციო სამსახურის უფროსია, მას არაფერი პასუხი აქვს. ისიც ჩვენ მდგომარეობაშია. ჩვენ ვახოს ვერაფერს მოვთხოვთ. გუშინ გვქონდა ზაზასთან დაკავშირების მცდელობა, მაგრამ ვერ მოხერხდა.

– მოლაპარაკებას გააგრძელებთ?

მოლაპარაკების გზიით ეს საკითხი არ მოგვარდება. ამბობენ არ გვაქვსო… ნატო ჩხეიძისგან ცინიკური პასუხი მივიღეთ – კომპენსაციები შეგიძლიათ სახელმწიფოს და მამუკა ბახტაძეს მოთხოვოთო.

– აქციის მიზანი რა არის?

  “იბერიის” ხელმძღვანელობას გავაგებინეთ, რომ ვაპირებთ სამართლებრივ დავას. სარჩელი დაწერილია, რომელიც კვირის ბოლომდე სასამართლში შევა. ჩვენ უფლებებს იცავს “პროფკავშირი”, რადგან ჩვენ პროფკავშირის წევრები ვართ.

“აიპრესი” საპასუხო კომეტარის ჩასაწერად ნატო ჩხეიძეს დაუკავშირდა. თუმცა, დეპუტატმა ტელეფონს არ უპასუხა. ასევე, “აიპრესმა” სცადა დაკავშირებოდა “იბერიას” დირექტორს მარიამ ჯაფარიძეს, მაგრამ არც მან უპასუხა ტელეფონს.

ავტორი ირმა მესხია.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...