IBERIASTEEL-ის დირექტორი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის დააკავეს

ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და სახელმწიფოს მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი – ი. ხ. დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტოს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 
 

"გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,IBERIASTEEL”-ის დირექტორი და დამფუძნებელი ი. ხ. სხვადასხვა პირების სახელზე არეგისტრირებდა ფიქტიურ ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციების სახელით ახდენდა თავის საწარმოზე ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოწერას, თითქოს ამ საწარმოებისგან შეიძინა შავი ლითონი. აღნიშნული სქემით შპს ,,IBERIASTEEL”-მა მიიღო დღგ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ჩათვლები, ხოლო ფიქტიურად შექმნილი საწარმოს დირექტორები ი.ხ. წინასწარი შეთანხმებით განზრახ არ იხდიდნენ დღგ-ს დავალიანებას. ამ ეტაპზე გამოვლენილია სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი – 550 446 ლარის ოდენობით.

ი. ხ. დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 7 წლამდე"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...