იაშვილის კლინიკის დირექტორი:შეიძლება ითქვას რომ ვირუსით მომართვიანობის პიკმა გადაირა

“შეიძლება ითქვას,რომ მომართვიანობის პიკმა გადაირა.დეკემბრის მესამე მეოთხე კვირა იყო ყველაზე მაღალი მომართვიანობით”,-ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ “ქრონიკასთან” განაცხადა.

“შეიძლება ითქვას,რომ მომართვიანობის პიკმა გადაირა.დეკემბრის 3-4 კვირა იყო ყველაზე მარალი მომართვიანობით.ამავე პერიოდში დაფიქსირდა ყვეალზე მაღალი ლაბორატორულად დადასტურებული შემთხვევა,ყველაზე მეტი გართულებით მიმიდინარე შემთხვევა.

პირველი კვირას 15-20 %-ით არის შემცირებული მომართვიანობა,ჰოსპიტალიზაცია,თუმცა,ძალიან მაღალ ციფრებზე რჩება ნოემბერთან და ოქტომბერთან შედარებით.ორჯერ მეტია ჩვენთან ამ დაავადებით ვიდრე,ეს სეტემბერში,ოქტომბერსა და ნოემბერში იყო”,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ “ქრონიკასთან”.

ცნობისთვის,ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდანვე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...