A1 ბანერი

იაშვილის კლინიკის დირექტორი:წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე,თებერვალსა და მარტში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით

“წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას”,-ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგზე განაცხადა.

„დეკემბრის ბოლო კვირა,52 კვირას ჯამური მომართვიანობა იაშვილში 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. დღეს დილით იაშვილში წევს 63 პაციენტი წევს, სადაც დადგენილი გვაქვს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადების კლინიკური ნიშნების მიხედვით. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში – მათი რიცხვი არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი.ამ სამი პაიენტიდან 2 პაციენტთან დადგნილია გრიპის შემთხვევა გართულებული ფილტვების ანთებით.ერთ პაციენტთან გრიპი მიმდინრებს ანთების გარეშე,ყველა მათგანისმდგომარეობა სტაბილურია. წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას,“- განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...