იაპონური ზონდი დაჯდა ასტეროიდზე, რომელიც დედამიწიდან 280 მლნ კმ-ის მოშორებითაა

იაპონური ზონდი Hayabusa-2 წარმატებით დაეშვა ასტეროიდ რუგუზე, რომელიც დედამიწიდან 280 მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამის შესახებ იაპონიის კოსმოსური კვლევების სააგენტო იუწყება.

ექსპერტებმა ანალიზი გაუკეთეს ტელემეტრიას, რომელიც აპარატმა დაჯდომიდან გარკვეული დროის შემდეგ გამოაგზავნა. დაჯდომას სულ რაღაც რამდენიმე წამი დასჭირდა. აპარატი კრატერში დაჯდა, აამოქმედა სპეციალური მექანიზმი, გაისროლა ასტეროიდში სპეციალური ტყვიით, რათა მტვერი და გრუნტის ფრაგმენტები მაღლა ასულიყო, რომელიც შემდეგ შემდეგ აპარატის მტვერსასრუტით შეაგროვა.

ამ ყველაფრის შემდეგ, აპარატი აფრინდა და ამ დროისთვის თავის ორბიტას უბრუნდება, რომელიც ასტეროიდის ზედაპირიდან 20კლომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ეს, Hayabusa-2-ის მეორე გაშვებაა ასტეროიდზე. პირველი მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელდა. ამ მისიის შედეგების მიხედვით, ინჟინრებს სურთ ასტეროიდის ზედაპირის იმ ნაწილების ნიმუშების მიღება, რომლებიც ღია კოსმოსში პირდაპირი რადიაციის ზონაში არ მოხვედრილან. მეცნიერებს აქვთ იმედი, რომ წყლის, ან ორგანული ნივთიერებების კვალს აღმოაჩენენ.

მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ასტეროიდის გრუნტის ნიმუშებში, რომელიც Hayabusa-2-მა თებერვალში განხორციელებული ექსპედიციის დროს აიღო, აღმოაჩინეს მინერალები წყლის კომპონენტებთან ერთად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად