იაპონიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმი მოიხსნა

იაპონიის ხელისუფლებამ, 31 მაისამდე მოხსნა ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო რეჟიმი ქვეყნის 47-დან 39 პრეფექტურაში, თუმცა რეჟიმი შენარჩუნდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში. ამის შესახებ ხუთშაბათს, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ განაცხადა.

“ჩვენ ვხსნით საგანგებო სიტუაციებს მთელს იაპონიაში, გარდა შვიდი პრეფექტურისა – კანტოს, კანსაის, ასევე ჩრდილოეთ ჰოკაიდოს პრეფექტურისა”, – თქვა აბემ.

საგანგებო რეჟიმის მოქმედება გაგრძელდება ტოკიოში და მის მიმდებარე მჭიდროდ დასახლებულ პრეფექტურებში – კანაგავა, საიტამა და ჩიბა. ისინი ერთად ქმნიან ე.წ. დიდი ტოკიოს ზონას. შემაკავებელი ზომები ასევე ძალაში დარჩება კიოტოს, ოსაკას და ჰიოგოს პრეფექტურებში, დასავლეთ იაპონიაში და ჰოკაიდოს ჩრდილოეთით. თითქმის 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იმ რეგიონებში, სადაც საგანგებო რეჟიმი კვლავ იმოქმედებს, აქედან 38 მილიონი დედაქალაქსა და მიმდებარე პრეფექტურებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად