იაპონიის პრემიერი: ოლიმპიურ თამაშებს კორონავირუსზე კაცობრიობის გამარჯვების სიმბოლოდ ვაქცევთ

იაპონია ელოდება, რომ დიდი ოცეული (G20) სათავეში ჩაუდგება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო მოგზაურობისა და საერთაშორისო წესრიგის დაბრუნებას. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ G20-ის ონლაინ სამიტის დროს განაცხადა.

“G20-მ უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი იმოქმედებს პანდემიის საწინააღმდეგო ზომების უზრუნველყოფაში, ეკონომიკური ზრდის აღსადგენად, საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენისა და პანდემიის შემდეგ საერთაშორისო წესრიგის შექმნის საქმეში”, – განაცხადა მან.

სუგამ ასევე აღნიშნა გლობალური გარემოს შექმნის მნიშვნელობა, რომელშიც ყველას ექნება სამედიცინო დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ვაქცინები. გარდა ამისა, იაპონიის პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა ციფრული განვითარების და მიწოდების საიმედო ჯაჭვების გაძლიერების აუცილებლობას. ტოკიოს მომავალი წლისთვის გადადებულ ოლიმპიურ თამაშებზე საუბრისას, სუგამ პირობა დადო, რომ მათ კორონავირუსზე კაცობრიობის გამარჯვების სიმბოლოდ აქცევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად