იაპონიის პარლამენტის უმაღლესი პალატის არჩენებში ქვეყნის პრემიერის კოალიციამ გაიმარჯვა

იაპონიის პრემიერმინისტრის სინძო აბეს ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ, მემარჯვენე-ცენტრისტულ „კომეიტოსთან“ ერთად შექმნილი კოალიციით, 21 ივლისს, იაპონიაში ჩატარებული მრჩეველთა პალატის არჩენების შედეგად, პალატაში 137-დან 147-მდე ადგილი მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი ეგზიტპოლები იუწყება.

მთლიანობაში, მრჩეველთა პალატაში 245 ადგილია, არჩევნების შედეგად კი უნდა გადანაწილდეს 124 მანდატი, ხოლო დარჩენილი ნაწილის დეპუტატებს უფლებამოსილება მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეუჩერდებათ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განურჩევლად არჩევნების შედეგებისა, მმართველ კოალიციას 70 ადგილი დარჩება, ოპოზიციას კი – 51.

იმისათვის, რომ მრჩეველთა პალატაში უმრავლესობის უფლება მიიღო, 123 ადგილია საჭირო.

ოპოზიციური კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია, როგორც მოსალოდნელია 31-დან 37-მდე ადგილს მიიღებს, ერის დემოკრატიული პარტია 20-დან 22-მდე ადგილს, იაპონიის კომუნისტური პარტია 11-დან 14-მდე ადგილს, იაპონიის ინოვაციური პარტია 14-დან 17 ადგილს, ხოლო სოციალ-დემოკრატიული პარტია მხოლოდ ერთ ადგილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...