იაპონიის მთავრობამ ტოკიოსა და კიდევ სამ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტოკიოს, ოსაკას, ჰიოგოს და კიოტოს პრეფექტურებში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, იუწყება იაპონური ტელეარხი NHK.

საგანგებო რეჟიმი ამოქმედდება კვირას, 25 აპრილს და ძალაში 11 მაისამდე იქნება.

ახალი საკარანტინო ზომები მოიცავს ბარებისა და რესტორნების დახურვას. ასევე, შეიზღუდება ტრანსპორტის, განსაკუთრებით მეტროსა და ავტობუსების მუშაობა. შეჩერდება სავაჭრო ცენტრების მუშაობაც.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იაპონიაში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 558 ათასს გადააჭარბა. 9,8 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...