იაპონიის მთავრობა გადადგა

იაპონიის მთავრობა, სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ იაპონიის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია იუწყება.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ მიიღო განცხადება მთავრობის წევრებისგან გადადგომის შესახებ. წინა თანამდებობზე დარჩებიან მხოლოდ გენერალური მდივანი და ფინანსთა მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნება, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე – მინისტრი ეკონომიკის აღდგენის საკითხებში. 13 ადამიანი კი პირველად მოხვდება მინისტრთა კაბინეტში. მთავრობის ახალ შემადგენლობას დღის მეორე ნახევარში გამოაცხადებენ, რის შემდეგაც მას იმპერატორი დაამტკიცებს.

მანამდე კი, სინძო აბემ ცვლილებები განახორციელა ქვეყნის მმართველ მემარჯვენე ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში. თავიანთი თანამდებობები შეინარჩუნეს გენერალურმა მდივანმა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად