იაპონიის ექიმთა ასოციაცია: ვაქცინის გარეშე 2021 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარება რთული იქნება

იაპონიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელის იოსიტაკე იოკოკურას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის ზაფხულისთვის კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება შემუშავებული, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზება გართულდება.

„ჩემი აზრით, თუ ეფექტური ვაქცინა არ გვექნება, ოლიმპიური თამაშების ჩატარება რთული იქნება. არ ვამბობ, რომ თამაშები არ უნდა ჩატარდეს. ვამბობ, რომ ეს იქნება რთული ამოცანა. ამიტომაც წამლის და ვაქცინის შესაქმნელად უნდა ვიჩქაროთ,“ – ტოკიოში ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა იაპონიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარაოლიმპური თამაშებს უმასპინძლებენ 24 აგვისტო – 5 სექტემბერს.

წყარისაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად