იაპონიაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

მინიმუმ 72 ადამიანი დაიღუპა იაპონიაში, სადაც გრძელდება ძლიერი წვიმები, რამაც წყალდიდობა, მეწყერი და ფართომასშტაბიანი განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ იაპონიის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ორშაბათს განაცხადა.

აღნიშნულია, რომ სულ მცირე 13 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული. მთავარი დარტყმა კუმამოტოს სამხრეთ-დასავლეთ პრეფექტურზე მოხდა – სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა იქ. ორშაბათს, პრეფექტურას ესტუმრა იაპონიის პრემიერ მინისტრი შინძო აბე, რომელიც მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რაც სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონების სწრაფი აღდგენისთვის იქნება საჭირო.

სტიქიის ზონაში გრძელდება სამძებრო და სამაშველო სამუშაოები.

უახლესი მონაცემებით, მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით 14 ათასზე მეტი სახლი დაზიანდა. ადგილობრივი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წვიმის ფრონტი მოძრაობას განაგრძობს იაპონიის ტერიტორიის გასწვრივ აღმოსავლეთით, ხოლო ძლიერი წვიმა მინიმუმ სამშაბათამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად