იაპონიაში ტაქსი ფეხით მოსიარულეებში შევარდა -დაშავებულია 7 ადამიანი

იაპონიაში, ქალაქ ნაგოიაში შვიდი ადამიანი დაშავდა ფეხით მოსიარულეებში ტაქსის შევარდნის შედეგად. პოლიციამ ტაქსისტი ადგილზევე დააკავა, მიმდინარეობს გამოძიება.

ინციდენტი შაბათს, 14 სექტემბერს მოხდა, იქაური დროით 21:20 საათზე. თვითმხილველების თქმით, 75 წლის მძღოლი საფეხმავლო ბილიკზე ავარდა.

ავარიის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი, რომელთა ასაკიც 20-დან 60 წლამდეა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ქალი, რომელიც 30 წლის არის, სერიოზულად არის დაშავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად