იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის” შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტელეარხი NHK ავრცელებს.

ადრე,  40 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 15 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ტაიფუნის შედეგად, 204-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტაიფუნი “ჰაგიბისი” იაპონიას 12 ოქტომბერს მიუახლოვდა. ის ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც ქვეყანას გასული საუკუნის განმავლობაში თავს დაატყდა. ყველაზე მეტად იაპონიის კუნძული – ჰონსიუ დაზიანდა.

იაპონიაში არსებული ტაიფუნის გამო, რაგბის მსოფლიო თასის რამდენიმე მატჩი გაუქმდა, რამაც სპორტის ამ სახეობის მრავალი გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 100 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული.  ამ ეტაპზე ტაიფუნი ოდნავ შესუსტებულია და ის დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად