იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, 13 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ტაიფუნის შედეგად ასევე დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ტელეკომპანია TBS-ი ავრცელებს.

ტოკიოსა და მეზობელ პრეფექტურებში, დაახლოებით 53 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის მასშტაბით 130 ათასზე მეტი ბინა და სახლი დატბორილია.

შეზღუდვებია დაწესებული ასევე სხვადასხვა სახის ტრანსპორტზე.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტაიფუნი წყანრი ოკეანის სამხრეთიდან 25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. წვიმის ღრუბლების გამო, რომლებიც ტაიფუნმა გამოიწვია, იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილი რეკორდული რაოდენობის ნალექით დაზიანდება.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიას უახლოვდება. „ჰაგიბისი“ სიძლიერით არ ჩამოუვარდება ტაიფუნ „იდას“, რომელიც ქვეყანას თავს 61 წლის წინა დაატყდა, 1958 წელს და 1,2 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტაიფუნს აგრეთვე მოჰყვება მეწყერის, შტორმისა და დატბორვების საშიშროებაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად