იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის” შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია NHK ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, 56 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ყველაზე მეტად იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი დაზიანდა, კერძოდ კი ფუკუსიმას პრეფექტურა, სადაც 25 ადამიანი დაიღუპა.

“ჰაგიბისს” თან ძლიერი ქარი და წვიმა ახლავს, რის შედეგადაც დაახლოებით 200 მდინარე კალაპოტიდან გადავიდა.  ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დატბორილია. დაზიანდა 10 ათასზე მეტი სახლი. ძლიერმა წვიმამ ქვეყნის მასშტაბით ასევე 140-მდე მეწყერი გამოიწვია.

თითქმის 35 ათასი ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დანარჩენი 130 ათასი სახლი კი უწყლოდ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად