იაპონიაში, ტაიფუნ “ჰაგიბისს” ერთი ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში, ტაიფუნ „ჰაგბისის“ გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრამ ტრავმები მიიღო.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იაპონიაში, მოახლოებული ტაიფუნის „ჰაგიბისის“ გამო, 50 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგია არ მიეწოდება ტიბას პრეფექტურის 27 ათას სახლს, კანაგავას პრეფექტურის 23 ათას სახლს და იბარაკის რაიონებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტაიფუნი წყანრი ოკეანის სამხრეთიდან 25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. წვიმის ღრუბლების გამო, რომლებიც ტაიფუნმა გამოიწვია, იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილი რეკორდული რაოდენობის ნალექით დაზიანდება.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიას უახლოვდება. „ჰაგიბისი“ სიძლიერით არ ჩამოუვარდება ტაიფუნ „იდას“, რომელიც ქვეყანას თავს 61 წლის წინა დაატყდა, 1958 წელს და 1,2 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტაიფუნს აგრეთვე მოჰყვება მეწყერის, შტორმისა და დატბორვების საშიშროებაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად