იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

საკრუიზო ლაინერზე Diamond Princess, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში გაჩერებული, 2019-nCoV ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა კიდევ 6 შემთხვევა გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 9 თებერვალს, დიაგნოსტიკა 57-მა მგზავრმა ჩაიტარა. მათგან 6-ს ვირუსზე დადებითი შედეგი ჰქონდა. ახალი პაციენტების ასაკი და წარმომავლობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ამგვარად, Diamond Princess-ზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 64 ინფიცირებულის შესახებ. შესაბამისს მონაცემებს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებდა.

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე კარანტინი მას მერე გამოცხადდა, რაც ლაინერიდან გადმოსულ 80 წლის მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 ინფიცირებული შესახებ. შემდეგ, მათმა რაოდენობამ ზრდა დაიწყო. გემზე კარანტინი 14 დღის განმავლობაში იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად