იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 355-მდე გაიზარდა

იაპონიაში, საკერუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, ახალი კოროანვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 355-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იუწყება.

ამგვარად, ავადმყოფი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების საერთო რაოდენობა 355-ია. გემი კვლავ კარანტინზე რჩება ქალაქ იოკოჰამას პორტში.

საკრუიზო ლაინერი Diamond Princess კარანტინზე თებერვლის დასაწყისიდან იმყოფება. ეს მას მერე მოხდა, რაც ჰონგ-კონგში, ლაინერიდან ჩასულ 80 წლის მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

მთლიანობაში გემზე 3,7 ათასი მგზავრი იმყოფებოდა. კარანტინი მინიმუმ 19 თებერვლამდე გაგრძელდება. აშშ-ში აცხადებენ, რომ ლაინერიდან 380 ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდება. მათ ორი თვითმფრინავით წაიყვანენ, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მათთვის გამოყო. ისინი აშშ-ში 16 თებერვალს ჩაფრინდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად