იაპონიაში, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე ნამყოფი მესამე მგზავრი დაიღუპა

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე ნამყოფი მესამე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მესამე მსხვერპლი 80 წლის კაცია, მისი სიკვდილის მიზეზი კი პნევმონია გახდა. ზუსტი ინფორმაცის იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მას კორონავირუსი, არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას მერე, რაც მან ლაინერი დატოვა, საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

დანარჩენი ორი მგზავრი კი, რომლებიც ახალი კორონავირუსის გამო 20 თებერვალს გარდაიცვალნენ, 87 წლის მამაკაცი და 84 წლის ქალბატონი იყო.

Diamond Princess-ი, იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში კარანტინზე 4 თებერვლიდან მოყოლებული დგას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაინერზე ახალი კორონავირუსი ვრცელდებოდა, მას მერე გახდა, რაც ჰონგ კონგში, გემიდან ჩამოსულ ერთ-ერთ მგზავრს სწორედ აღნიშნული ვირუსი დაუდგინდა.

ჯამში, გემზე დაახლოებით 3,7 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. 19 თებერვალს, იაპონიის ხელისუფლებამ, მათ ვისაც ვირუსი არ ჰქონდა, ნაპირზე გადმოსვლის უფლება მისცა და იმ დღეს ლაინერი 500-მა მგზავრმა დატოვა. მთლიანობაში, ახალი კორონავირუსი მათგან 634 მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად