იაპონიაში პლანეტის ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

იაპონიაში 112 წლის ტიტეცუ ვატანაბე გარდაიცვალა. იგი ორი კვირის წინ ოფიციალურად აღიარეს პლანეტაზე მცხოვრებ მამაკაცებს შორის ყველაზე ხანდაზმულად.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი 23 თებერვალს, მოხუცთა ერთ-ერთ თავშესაფარში გარდაიცვალა.

ვატანაბეს პლანეტის ყველაზე ხანდაზმული მამაკაცის სტატუსი 12 თებერვალს მიენიჭა. მაშინ იგი 112 წლის და 344 დღის იყო. გინესის წიგნის წარმომადგენლებმა მას შესაბამისი სერტიფიკატიც მისცეს.

იგი 1907 წლის 5 მარტს დაიბადა და ოჯახში რვა შვილიდან პირველი ის იყო. სწავლის დასრულების შემდეგ იგი კომპანია Dai-Nippon Meiji Sugar-ის თანამშრომელი გახდა და ტაივანში გადავიდა, სადაც 18 წელი იმუშავა. მან მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში, რომლის შემდეგაც სამშობლოს დაუბრუნდა. პენსიაზე 1974 წელს გავიდა. ვატანაბეს 5 შვილი, 12 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად