იაპონიაში მიაჩნიათ, რომ ოლიმპიური თამაშები ტოკიოში მომდევნო წელს ჩატარდება

იაპონიას მიაჩნია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), არსებული კორონავირუსული სიტუაციის გათვალისწინებით, ოლიმპიურ თამაშებს ტოკიოში მომავალ წელს ჩაატარებს. ამის შესახებ პარასკევს პრესკონფერენციაზე, ტოკიოში ოლიმპიურ საქმეთა და პარალიმპიადის მინისტრმა, სეიკო ჰაშიმოტომ განაცხადა.

“ნუთუ ეს არ არის ბატონი ბახის სურვილის დემონსტრირება, რომ ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩაატაროს მომავალ წელს ტოკიოში,” – თქვა მან IOC-ს პრეზიდენტის თომას ბახის ბოლოდროინდელ განცხადებაზე, რომ თუკი ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში ჩატარება ვერ მოხერხდა, იგი უნდა გაუქმდეს.

ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე. თუმცა, კორონავირუსული პანდემიის გამო, შეჯიბრებები ერთი წლით გადაიდო და ჩატარდება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე. ბახის თანახმად, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ ცხადყო, რომ შემდეგი ზაფხული თამაშების ჩატარების ბოლო შანსია.

კორონავირუსის გამო, თამაშები მომავალი წლისთვის გადავადების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს 24 მარტს. ამასთან, დასახელება “ტოკიო 2020” შენარჩუნდება.

IOC არ დათანხმდა ოლიმპიადის დიდი ხნით გადადებას, ორგანიზაციას არ სურდა დიდი ფინანსური ზარალის ანაზღაურება. იაპონია კი ყველაზე მეტად დაზარალდა – ქვეყანამ უკვე დახარჯა 12 მილიარდ დოლარზე მეტი. ექსპერტების აზრით, თამაშების გადატანა შესაძლოა რეკლამას 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდეს. ზარალი, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და თავად მონაწილეებსაც მიადგათ, თუმცა ჯერ არ დაუთვლიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად