იაპონიაში მეწყრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა

იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყრის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი გარდაიცვალა და 113 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერებმა ატამის 130 შენობა დააზარალა. აქ თერმული წყლების კურორტები მდებარეობს. ადგილი ციცაბო ფერდობზეა განლაგებული.

იაპონიაში მეწყრები ძლიერი წვიმის შემდეგ მოხდა. მეწყრის, დანგრეული სახლებისა და წაღებული გზების შედეგების სიდიდის გამო, არსებობს ვარაუდი, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

იაპონიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. ბოლო ორ დღეში, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 400 დან 600 მმ-მდე ნალექი მოვიდა.

სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც სტიქიის კადრებია აღბეჭდილი.

კომენტარები
იტვირთება...