იაპონიაში მეწყერი ჩამოწვა – დაკარგულია 20 ადამიანი

იაპონიაში, სიძუოკის პრეფექტურის ქალაქ ატამში მეწყერი ჩამოწვა, 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო გარდაცვლილია მინიმუმ ორი ადამიანი. ამის შესახებ CNN წერს.

მეწყრის ჩამოწოლის ადგილას მაშველთა ჯგუფები მუშაობენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარება თავდაცვის ძალებისგანაც ითხოვა.

იაპონიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. ბოლო ორ დღეში, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 400 დან 600 მმ-მდე ნალექი მოვიდა.

კომენტარები
იტვირთება...