იაპონიაში, კორონაშეზღუდვების გამო სუიციდი ქალებში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე კაცებში

ამის შესახებ სიენენი წერს თავის ჟურნალისტების მიერ კორონავირუსის და სუიციდის იაპონიის სამთავრობო სტატისტიკაზე დაყრდნობით მომზადებულ სტატიაში.

სამთავრობო სტატისტიკა მოწმობს, რომ იაპონიაში ოქტომბრის თვეში თვითმკვლელობებმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე კორონავირუსმა, – წერენ სიენენის ჟურნალისტები სელინე ვანი, რებკა რაიტი და იოკო ვაკაცუკი. იაპონიის ნაციონალური პოლიციის სამმრათველოს მონაცემებით, ყოველთვიურ თვითმკვლელობათა რიცხვი იაპონიაში ოქტომბერში 2153-მდე გაიზარდა. ჯანმრთელობის სამინისტროს მონაცემების თანახმად კი კორონავირუსით გარდაიცვალა 2087 კაცი (ამ დროისთვის არსებული მონაცემებით გარდაცვლილია 2119 კაცი – “აიპრესი”).

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ თვითმკვლელობათა რაოდენობით იაპონია მსოფლიოში მხოლოდ სამხრეთ კორეას ჩამორჩება და 2016 წლის მონაცემებით იაპონიაში 100000 კაცზე თვითმკვლელობათა რაოდენობა (18,5) თითქმის ორჯერ აღემატება მსოფლიოში საშუალო რაოდენობას (10,6), თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ თვითმკვლელობათა რაოდენობა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მუდმივად კლებულობდა და განვლილ წელს 1978 წელს თვითმკვლელობათა აღრიცხვის დაწყებიდან განვლილი მთელი პერიოდის განმავლობაში ყველაზე ნაკლები რაოდენობა (20000-მდე თვითმკვლელობა) დაფიქსირდა.

სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, სუიციდით გარდაცვლილთა შორის ქალებს მამაკაცები სჭარბობენ, თუმცა ოქტომბერში გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ქალებში თვითმკვლელობათა რიცხვი 83%-ით არის გაზრდილი, კაცებში კი 22%-ით.

“მე შემიმცირეს ხელფასი და ვერ ვხედავ სინათლეს გვირაბის ბოლოში. მე მუდმივად ვგრძნობ კრიზისს, რომლის გამო შეიძლება კვლავ სიღარიბეში აღმოვჩდე”, – ამბობს 43 წლის კობიაში, რომელმაც თვითმკვლელობა პირველად 22 წლის ასაკში, სულ კი ოთხჯერ სცადა.

კობიაში არის ავტორი წიგნისა, რომელიც მკითხველს მისი ფსიქიკური პრობლემების შესახებ მოუთხრობს, მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში. ქალთა შორის სუიციდის უფრო მკვეთრად ზრდის მიზეზებზე საუბრისას კობიაში ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ კორონაკრიზისის დროს სასტუმროებიდან, საზოგადოებრივი კვების და საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან არასრული სამუშაო დღით დასაქმებულები დაითხოვეს, ასეთთა შორის კი ქალები მნიშვნელოვნად სჭარბობენ კაცებს.

„იაპონია იგნორირებს ქალებს”, “ეს ის საზოგადოებაა, სადაც როდესაც რაიმე ცუდი ხდება, სუსტები პირველ რიგში იჩაგრებიან”, – ამბობს კობიაში

გლობალურ კვლევაში მონაწილე 10000-ზე მეტი კაცის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის მონაწილე ქალთა 27% თვლის, რომ პანდემიის პერიოდში მოიმატა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. გამოკითხულ კაცთა შორის ანალოგიურად 10% ფიქრობს. გამოკითხვის თანახმად, შემოსავლებზე წუხილს აღრმავებს ის გარემოება, რომ ქალებს უწევთ აუნაზღაურებელ და გამალებით მზარდ მოვლის ტვირთთან გამკლავება. ის, ვინც ინარჩუნებენ სამსახურს, ხშირად თავის სამსახურებრივ მოვალეობასთან ერთად ბავშვების სკოლასა თუ საბავშვო ბაღებში წაყვანაზე და გამოყვანის მოვალეობასაც იღებს თავის თავზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად