იაპონიაში, კარანტინზე მდგარი საკრუიზო ლაინერიდან ხალხის ევაკუაცია დასრულდა

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-დან, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში კარანტინზე დგას, ადამიანების ევაკუაცია დასრულდა. ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

1 მარტს, გემი ეკიპაჟის დაახლოებით 130-მა წევრმა დატოვა. მათ შორის იყვნენ ინდონეზიის მოქალაქეები. ეკიპაჟის წევრების გემიდან ევაკუაცია, რომელთა ანალიზებმაც კორონავირუსის შემოწმებაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, 26 თებერვალს დაიწყო.

ისინი 14 დღიან კარანტინზე იქნებიან, საიტამას პრეფექტურაში. მათ განმეორებითი ანალიზის შემდეგ გაუშვებენ, თუკი აღნიშნული ანალიზის პასუხი იქნება უარყოფითი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახლა საკრუიზო ლაინერს დეზინფექცია ჩაუტარდება და შემდეგ ტექნიკურ შემოწმებაზე გაუშვებენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელმა, ვინც ლაინერზე იმყოფებოდა, კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტი ჩააბარა. ანალიზის შედეგად კი, არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა. მიუხედავად ამისა, ისინი ორი კვირის განმავლობაში მაინც სახლიდან იმუშავებენ.

საკრუიზო ლაინერი, ქალაქ იოკოჰამას პორტში კარანტინზე თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული იმყოფებოდა. ბორტზე 3,7 ათასი ადამიანი იყო. გემი კარანტინზე მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. გემზე მყოფი დაახლოებით 700 ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად