იაპონიაში კარანტინის დამრღვევების ვინაობას საჯაროდ გამოაცხადებენ და შეარცხვენენ

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სამი იაპონელის სახელი, რომლებმაც საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინი დაარღვიეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, სამი დასახელებული პირი აშკარად მოქმედებდა ისე, რომ უცხოეთიდან მათი ბოლოდროინდელი დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებასთან კონტაქტი აეცილებინათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები გასულ თვეს შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოვიდნენ.

Reuters აღნიშნავს, რომ ეს პირველი ასეთი განცხადებაა.

იაპონია სთხოვს ყველა საზღვარგარეთ ნამყოფ მოგზაურს, მათ შორის მის მოქალაქეებს, ორკვირიანი კარანტინი გაიაროს, რომლის დროსაც მათ სმარტფონებზე სპეციალური აპლიკაცია უნდა გამოიყენონ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დატოვონ.

2 ივნისის მონაცემებით იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 10,174 შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მეოთხე დღეა ზედიზედ ახალი შემთხვევების რიცხვი 10 000-ს აჭარბებს.

ტოკიოსთან ახლოს მდებარე სამ პრეფექტურასა და ოსაკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები
იტვირთება...