იაპონიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული სასახლე დაიწვა

31 ოქტომბერს, ღამით, იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე ხანძრის შედეგად შურის სასახლის მთავარი სტრუქტურა მთლიანად განადგურდა.

დაიწვა სასახლის კომპლექსის  ხის 7 შენობა, რომელთა საერთო ფართობი 4800 კვადრატული მეტრია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციის ცნობით, ხანძარი მაშინ მოხდა, როდესაც მუზეუმის თანამშრომლები რიუკიუს სამეფოს კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს მასპინძლობდნენ.

შურის სასახლე მე -14 საუკუნეში აშენდა. 2000 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად