იაპონიაში განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის საკმარისი სპეციალური შპრიცების მარაგი შექმნეს

იაპონიის ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური შპრიცების საკმარისი მარაგი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის. ამის შესახებ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა ტარო კონომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ვაქცინა უაღრესად ღირებულია და მუშაობს სპეციალური შპრიცების შეგროვებაზე, რაც საშუალებას მისცემს საჭირო დოზა ამოიღონ ფლაკონებში. ახლა ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ საჭირო მარაგების შესაქმნელად”, – თქვა კონომ.

მანამდე იაპონიის კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ განაცხადა, რომ იაპონელ ექიმებს ვაქცინების ნაწილის გადაყრა მოუწევთ, ვინაიდან ქვეყანაში არ იყო საკმარისი სპეციალური შპრიცები, რომლებითაც უნდა მოხდეს ვაქცინის ამოღება.

ვაქცინაცია იაპონიაში 17 თებერვალს დაიწყო. მისი მეორე ეტაპი მოსალოდნელია 1 აპრილიდან, როდესაც ვაქცინაცია ჩაუტარდება დაახლოებით 36 მილიონ ადამიანს 65 წელს ზემოთ. შემდეგ კამპანია გავრცელდება 8.2 მილიონ მაცხოვრებელზე, ქრონიკული დაავადებებით და მხოლოდ მაისისთვის სხვა კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ ვაქცინების მიღება. გასულ წელს იაპონიამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს კორონავირუსის ვაქცინების მომარაგებაზე Pfizer-თან, ასევე ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან და ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ ფირმას Moderna-სთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...