იაპონიაში, გადაუღებელი წვიმების გამო 110 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გადაუღებელი წვიმების გამო 110 ათასზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. ამას გარდა, ევაკუაციის შესახებ რეკომენდაცია კიდევ 245 ათასმა ადამიანმა მიიღო.

ევაკუაცია კერძოდ შეეხო ფუკუოკას, ჰიროსიმასა და საგას პრეფექტურებს.

ძლიერი წვიმების მიზეზი ტაიფუნი „დანასი“ გახდა. სინოპტიკოსები მეწყერის დიდი რისკებისა და წყალდიდობების საშიშროებების შესახებ იუწყებიან.

ქალაქ კურუმში, ფუკუოკეში, საარჩევნო კომისიამ, იაპონიის პარლამენტის უმაღლესი პალატის არჩევნების დაწყება 2 საათით გადადო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...