იაპონიაში, ერთი კვირის განმავლობაში, სიცხის გამო საავადმყოფოში 1 500 ადამიანი გადაიყვანეს

გასული კვირის განმავლობაში, იაპონიაში 1,5 ათასზე მეტი ადამიანი, მზის დარტყმის გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამის შესახებ ქვეყნის ადმინისტრაციულ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრომ განაცახდა.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ დაზარალებულთა რაოდენობამ 8-დან 14 ივნისამდე პერიოდში 1 586 ადამიანი შეადგინა, ხოლო ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. 37 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, მათგან 58,2% 65 წელს გადაცილებულია.

9 ივნისს 1.1 ათასი ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში სიცხის გამო, ხოლო ორი დაიღუპა. იაპონიის უმეტეს რეგიონებში, ივნისის მოსვლასთან ერთად ცხელი ამინდები დაიწყო, ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუსი ცელსიუსია.

2019 წელს ქვეყანაში, სიცხის გამო 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით ათასი ადამიანი კი საავადმყოფოებში მოხვდა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დაიხურონ ქუდები, მიიღონ მეტი სითხე და დიდი ხნის განმავლობაში მზეზე არ გაჩერდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად