იაპონიაში, ექსპერიმენტის ფარგლებში, მთავრობის წევრ მამაკაცებს ორსული ქალის ფეიქ მუცლის ტარება მოუწიათ

ორი დღის განმავლობაში იაპონიის მმართველი პარტიის სამმა წევრმა სამსახურში წასვლამდე მძიმე ქურთუკი ჩაიცვა. ქურთუკს, რომელიც 7.3 კილოგრამს იწონიდა, ჰქონდა სამი ამოწეული ადგილი, ერთი მათგანი ფეხმძიმე ქალის მუცლის იმიტაციას აკეთებდა, ხოლო დანარცენი ორი – მკერდის.

ამ ქურთუკებით ოფიციალური პირები დადიოდნენ სამსახურში, საყიდლებზე და საშინაო საქმეებსაც ასე ასრულებდნენ. ერთადერთი, როდესაც მათ ქურთუკების მოხსნის უფლება მისცეს, იყო მთავრობის პლენარული სხდომა.

“ფეხზე დგომა, ჯდომა, უკან გახედვა და სხვა ყოველდღიური მოძრაობები მტკივნეულია”, – თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა ამ ქურთუკის ერთი დღის განმავლობაში ტარების შემდეგ. “ვაჰ, იგი ძალიან მძიმეა”, – თქვა სხვამ.

ექსპერიმენტი, რომლის ორგანიზატორი იყო ტაკაკო სუზუკი, ქალი დეპუტატი, მიზნად ისახავდა, რომ მთავრობის მამრ წარმომადგენლებს გაეცნობიერებინათ ქალთა გარკვეული პრობლემები ორსულობის დროს.

ბავშვის გაჩენა ყველგან რთულია, მაგრამ იაპონიაში სამუშაო ადგილზე შევიწროება და დისკრიმინაცია ორსული ქალების მიმართ იმდენად გავრცელებულია, რომ მას მეტსახელი მატაჰარა აქვს.

რია ნაკამურა, 6 თვის ბიჭის დედა, რომელიც ოსაკაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ორსულობის ადრეულ თვეებში ჰქონდა ავადმყოფობა და მუცლის მოშლის გამო მუდმივად ღელავდა, თავისი უფროსისთვის ამისი თქმა მაინც გაუჭირდა.

“ამის გაკეთება რთული იყო. სამუშაო არასტაბილური იყო. ასე რომ, უნდა შევგუებოდი იმას, რომ ცუდად ვიყავი,”- განუცხადა მან VICE World News-ს. მისი თქმით, შევიწროების წინაშე აღმოჩნდა ფეხმძიმედ ყოფნის გამო, მამაკაცი კოლეგები მას დასცინოდნენ მუცელის გამო, ან განზრახ ეჯახებოდნენ მას.

ზოგი ქალი ადანაშაულებს იაპონიის გაბატონებულ მთავრობას იმაში, რომ მან ვერ გაითვალისწინა ქალთა საჭიროებები.

სუზუკიმ თქვა, რომ მან ექსპერიმენტი მოაწყო ისე, რომ პოლიტიკოსებმა განიცადონ “ზოგიერთი სირთულე, რაც ორსულ ქალებს აქვთ” და “შექმნან უსაფრთხო საზოგადოება”, იტყობინება Kyodo News.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...