იაპონიაში ძლიერი წვიმების შედეგად მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით, ძლიერი წვიმების და მეწყერის შედეგად 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ამის შესახებ იაპონიის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება.

აღინიშნება, რომ მინიმუმ 16 ადამიანის გარდაცვალება უკვე ოფიციალურად დაადასტურეს ექიმებმა, კიდევ 17 ადამიანი იმყოფება ე.წ. გულის და ფილტვის გაჩერების მდგომარეობაში – ეს არის იაპონიაში კლინიკური სიკვდილის დასახელება, რომლის დიაგნოზირება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო მუშაკების მიერ. სხვა 13 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

ყველაზე დიდი დარტყმა კუმამოტოს პრეფექტურაზე მოხდა. ამავე პრეფექტურაში დაიტბორა მოხუცთა თავშესაფარი – ადგილზე მისულმა მაშველებმა 14 ადამიანის ცხედრის პოვნა შეძლეს.

ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო რეკომენდაციები ან მითითებები ევაკუაციის შესახებ.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ სტიქიის ზონაში გაგზავნა თავდაცვის სახმელეთო ძალების დაახლოებით 10 ათასიანი ჯარი, რომლებიც ადგილობრივ სამაშველო სამსახურებს დაეხმარებიან. იაპონიის მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა საევაკუაციო ცენტრში, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები დროებით დარჩებიან, ორგანიზებული იქნება ყველა საჭირო ზომა კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით.

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით ძლიერი წვიმა გრძელდება. ნალექების ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ ზოგიერთ რაიონში ის დღეში 200 მმ-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად