იაპონიაში, ძლიერი წვიმების შედეგად, ელექტროენერგიის გარეშე 9,5 ათასი ბინა და კერძო სახლი დარჩა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულ კიუსიუზე 9,5 ათასი ბინა და კერძო სახლი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, რისი მიზეზიც მეწყერი და ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა გახდა.

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაიღუპა 42 ადამიანი. მათ შორის, ოფიციალურად დადასტურებულია 25. დანარჩენი კვლავ გულის და ფილტვების გაჩერების მქონე პირთა სიაშია – იაპონიაში ამგვარად ეძახიან მათ, ვისი გარდაცვალებაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი სპეციალური პროცედურების საშუალებით, უფლებამოსილი ექიმის მიერ. 11 ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად.

ამჟამად დაახლოებით 1.5 ათასი ადამიანი იმყოფება ევაკუაციის ცენტრებში. კუმამოტოს პრეფექტურაში სულ მცირე რვა საავადმყოფოა დატბორილი, ისინი ელექტროენერგიისა და სუფთა წყლის გარეშე დარჩნენ.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, სტიქიის ზონაში გაგზავნა დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი, რომლებიც სამაშველო სამსახურებს ეხმარებიან. იაპონიის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ევაკუაციის ყველა ცენტრი ისე მოეწყობა, რომ არ შეიქმნას ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად