იაპონიაში, ძლიერი წვიმების გამო, 1,28 მილიონი ადამიანისთვის ევაკუაციის რეკომენდაცია გაიცა

იაპონიის კუნძულ კიუსიუს 1,28 მილიონმა მაცხოვრებელმა, ძლიერი წვიმების გამო ევაკუაციის შესახებ რეკომენდაცია მიიღო.

ზომები ვრცელდება კუმამოტოს, ნაგასაკის, ოიტასა და ფუკუოკას პრეფექტურებში არსებულ არაერთ რაიონში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ 200 ათას ადამიანს გაუწია რეკომენდაცია, დაეტოვებინათ სახლები და გადასულიყვნენ ევაკუაციის ცენტრებში.

კიუსიუზე ძლიერი წვიმები მესამე დღეა, რაც გრძელდება. ზოგიერთ რეგიონში, ბოლო დღის განმავლობაში, 200 მმ-ზე მეტი ნალექი გამოიყო, რამაც გამოიწვია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და საცხოვრებელი კორპუსების დატბორვა. კუმამოტოს პრეფექტურა ყველაზე მეტად დაზარალდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტიქიის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაკარგულად ითვლება. დაახლოებით 6 ათასი სახლი, ისევე როგორც 22 საავადმყოფო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ სტიქიის ზონაში გაგზავნა სახმელეთო თავდაცვის ძალების დაახლოებით 10 ათასიანი ჯარი, რომლებიც ადგილობრივ სამაშველო სამსახურებს დახმარებას უწევენ. იაპონიის მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევაკუაციის ყველა ცენტრშიი, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები დროებით დარჩებიან, ადაპტირებული იქნება პირობებთან, რათა არ გაჩნდეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად