იაპონიაში დისლოცირებულ აშშ-ის სამხედროებს შორის COVID19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსული ინფექციის მინიმუმ 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კვირას, იაპონიის სამხრეთით, ოკინავას პრეფექტურაში დისლოცირებულ აშშ-ს ჯარისკაცებს შორის. ამის შესახებ ტელეკომპანია NHK იუწყება.

აღნიშნულია, რომ ინფექცია გამოუვლინდა 13 ადამიანს ჰანსენის ბაზაზე და ორს – კინსარის ბაზაზე. გარდა ამისა, ინფექციის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ფუტემას საჰაერო ბაზასა და კადენას საჰაერო ბაზაზე. ამრიგად, ოკინავაში დაინფიცირებული აშშ-ს ჯარისკაცების რაოდენობამ 273-ს მიაღწია.

1 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა აშშ-ს სამხედროებს შორის ინფექციის რვა ახალი შემთხვევის შესახებ.

31 ივლისს, ოკინავას გუბერნატორმა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც რეგიონში მოქმედებს 15 აგვისტომდე. 11 ივლისს, ოკინავას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აშშ-ს ფუტენმა საჰაერო ბაზასა და ბანაკ ჰანსენის ბაზაზე დაწესდა კარანტინი. 7 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, დაფიქსირდა ამერიკელი სამხედროების ინფიცირების 61 შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, მათ შორის საკრუიზო გემის Diamond Princess-ის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 38.6 ათასს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულია 1,026 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად