იაპონიაში, დიდთოვლობის გამო, 140-ზე მეტი რეისი გაუქმდა

იაპონიის ავიაკომპანიებმა, დიდთოვლობის გამო მინიმუმ 143 შიდა ფრენა გააუქმეს.

გრაფიკის ცვლილებების უმეტესობა ეხება მარშრუტებს ტოკიოს, ოსაკასა და ჩრდილოეთის პრეფექტურების დიდ ქალაქებს შორის. აგრეთვე მართვის სიჩქარე შეზღუდულია Shinkansen-ის ექსპრეს მატარებლებში, თოვლის გამო. ასევე საღამოს, შეჩერდება მოძრაობა იამაგატას პრეფექტურის რაიონში. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობა დაიბლოკა სამხრეთ-დასავლეთ კუნძულ კიუსიუს ერთ-ერთ მაგისტრალზე.

თოვლის ნალექმა ივატეს პრეფექტურაში ერთი ადამიანი იმსხვერპლა. იგი ტრაქტორით თოვლს წმენდდა, მაგრამ კონტროლი დაკარგა და მდინარეში ჩავარდა.

ძლიერი ნალექი გაგრძელდება იაპონიაში რამდენიმე დღის განმავლობაში. სინოპტიკოსების მონაცემებით, 2 იანვრის დილისთვის იაპონიის ზღვის სანაპიროზე შეიძლება 1 მ-მდე თოვლი დაეცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...