იაპონიაში COVID19-ით ინფიცირებულ პაციენტს ფილტვები ცოცხალი დონორისგან გადაუნერგეს

კიოტოს უნივერსიტეტის საავადმყოფოს სპეციალისტებმა პაციენტს, რომელიც კორონავირუსული ინფექციის გამო მწვავე პნევმონიას განიცდიდა, ცოცხალი დონორისგან ფილტვები წარმატებით გადაუნერგეს. მსგავსი შემთხვევა მსოფლიოში პირველია.

”მსოფლიოში პირველად, ცოცხალი დონორისგან ფილტვის გადანერგვა სავარაუდოდ იმედისმომცემი იქნება ფილტვების მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებისთვის”, – ნათქვამია სპეციალისტთა გუნდის განცხადებაში.

ქალს ქმრისა და შვილის ფილტვების ნაწილები გადაუნერგეს. გასული წლის ბოლოს ის COVID19-ით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობა თანდათანობით გაუარესდა, დაეწყო ორივე ფილტვის უკმარისობა. ოპერაციამ დაახლოებით 11 საათს გასტანა. ამჟამად პაციენტი და ორივე დონორი თავს კარგად გრძნობენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ფილტვებს მხოლოდ კომაში მყოფი დონორებისგან უნერგავდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...