იაპონიაში ბავშთა ფიზიკური დასჯა იკრძალება

იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ ბავშვთა ძალადობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც არასრულწლოვანთა ფიზიკურ დასჯას კრძალავს,-ინფორმაციას გამოცემა The Japan Times-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს 1 აპრილს განიხილავს. ახალი წესები დისციპილური ზომების სახით, ბავშვების ფიზიკურ დასჯას კრძალავს.
ცვლილების მიხედვით, აკრძალვა მშობლებს, მეურვეებს, ახლო ნათესავებსა და სოციალურ მუშაკებს ეხებათ.
როგორც გამოცემა იხსენებს, კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე მას შემდეგ იმსჯელეს, რაც მამამ საკუთარი ქალიშვილი მოკლა. მან ოჯახური ძალადობის შესახებ არაერთხელ დაიჩივლა, მაგრამ ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...